ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველა მიზეზი არსებობს, რომ უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანებისთვის პოლიტიკური მიწვევა მიიღოს

ყველა მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ უკრაინამ ნატო-სგან ალიანსში გაწევრიანებისთვის პოლიტიკური მიწვევა მიიღოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

მისი თქმით, უკრაინა მუშაობს იმისთვის, რომ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი იყოს.

„ყველა მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ უკრაინამ ნატო-სგან ალიანსში გაწევრიანებისთვის პოლიტიკური მიწვევა მიიღოს. არსებობს სრული გაგება გაწევრიანებამდე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ჩვენ ვმუშაობთ გუნდთან ერთად, რათა ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებები მართლაც მნიშვნელოვანი იყოს“, - აცხადებს ზელენსკი.

შეგახსენებთ, ნატო-ს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება