უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების საკითხებში რომის პაპის დესპანი მოსკოვს ეწვევა

უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების საკითხებში რომის პაპის, ფრანცისკის დესპანი, კარდინალი მატეო მარია ძუპი მოსკოვს ეწვევა.

„ინიციატივის ძირითად მიზანს იმ ჰუმანიზმის აქტების წახალისება წარმოადგენს, რომელიც შექმნილი ტრაგიკული ვითარების გადაწყვეტასა და სამართლიანი მშვიდობის მიღწევის გზების მოძიებას შეუწყობს ხელს. ეს კარდინალის კიევში ვიზიტის გაგრძელება იქნება“, - ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში.

6 ივნისს, კიევში მატეო ძუპი რელიგიურ ლიდერებს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ოპოზიციამ, თუ სურს რეალური შედეგის მიღწევა, სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შეცვალოს, თუმცა ამის იოტისოდენა იმედიც არ მაქვს
კორეის ელჩი ჰიონ დუ კიმი - კორეის ძლიერი მხარე მაღალტექნოლოგიურ წარმოებაშია, საქართველოს კი ლოჯისტიკისა და მომსახურების სფეროებში - ის უნდა განიხილებოდეს როგორც ბაზარი, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს რეგიონი და მის მიღმაც
ქართული პრესის მიმოხილვა 17.11.2025
„კარფურის“ მსხვილი ტექნიკა და ავეჯი უკვე „Wolt“-ზე - ონლაინ შოპინგი მარტივად, სწრაფად და საუკეთესო ფასად