ალექსანდრე ლუკაშენკო „ვაგნერზე“ - ისინი ჩამოვლენ და დაგვეხმარებიან, გამოცდილებაა - ეს ფასდაუდებელია

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაურებისგან ელოდება იმას, რომ ისინი ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს თავის გამოცდილებას გაუზიარებენ და უნარების დახვეწაში დახმარებას გაუწევენ.

განცხადება ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან ვიქტორ ხრენინთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„ახლა ბევრი ლაპარაკი და ლაქლაქია - „ვაგნერი, ვაგნერი, ვაგნერი“. ხალხს არ ესმის, რომ ჩვენ ამას პრაგმატულად ვუდგებით. ისინი ჩამოვლენ და დაგვეხმარებიან … გამოცდილება. ისინი მოწინავე ხაზზე არიან - მოიერიშე რაზმებია. გვეტყვიან, თუ რა არის მნიშვნელოვანი ახლა.

აი, ბოლოს პუტინმა მითხრა: კონტრსაბატარეო ბრძოლაა საჭირო, ამის გარეშე შეუძლებელია. უპილოტოები. მათ ეს გაიარეს. გვეტყვიან იარაღზე: რომელმა კარგად იმუშავა, რომელმა - არა. ტაქტიკაც, შეიარაღებაც, როგორ შევუტიოთ, როგორ დავიცვათ თავი. ეს ფასდაუდებელია. აი, ეს უნდა ავიღოთ “ვაგნერელებისგან”. მათი არ უნდა გვეშინოდეს. ყურადღებით ვართ“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის