28 ივნისს, 09:30 საათზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA), „ქეა კავკასია“ უკრაინელი ლტოლვილების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გასაძლიერებლად და მათთვის უკეთესი ბიზნესგარემოს შესაქმნელად ბიზნეს ფორუმს გამართავს.
საკონტაქტო: სოფო მაღალდაძე - 598 51 00 55; მარიამ მიროტაძე - 577 00 83 39
28 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე სემინარს „ანტიდემპინგი საქართველოში: ეფექტური აღსრულება და საუკეთესო პრაქტიკა“ გახსნის. ღონისძიება აშშ-ის საელჩოს და CLDP-ის მხარდაჭერით იმართება.
მის: თელავის ქ. 20
საკონტაქტო: 577 25 55 15
28 ივნისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსის, პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „რუსეთში განვითარებული მოვლენები“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
28 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო GINGER-ში „ღია საზოგადოების ფონდის“ ლიდერობით, 8 საზოგადოებრივი ორგანიზაცია წარადგენს რიგით მეოთხე შეფასების დოკუმენტს, სტატუსმეტრი - როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ.
პრეზენტაციას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, პოლიტიკური ჯგუფების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები დაესწრებიან.
მის: პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩა 49
საკონტაქტო: 595 566 244 - თეა ღვინაძე
28 ივნისს, 11:00 საათზე, საია საჯარო დისკუსიას - შრომითი უფლებები საჯარო სამსახურსა და კულტურის სფეროში გამართავს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციების და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
მის: ეგნატე ნინოშვილის ქუჩა #8, ფაბრიკა
28 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ეხება, გადაწყვეტილება გამოცხადდება.
28 ივნისს, 11:00 საათზე, ქობულეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა კომახიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ჩაქვის ძალოსანთა კლუბის მშენებლობა
მის: დაბა ჩაქვი, ძალოსანთა კლუბი
საკონტაქტო: ლაშა კომახიძე - 577 91 55 15
28 ივნისს, 11:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, საქართველოში პირველად, გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების მასშტაბური, საერთაშორისო კონფერენცია „Impact in the Neighborhood“ გაიმართება.
ორდღიან ღონისძიებას ევროკავშირის მხარდაჭერითა და ვენჩურული ფილანთროპიის ევროპულ ასოციაციასთან (EVPA) პარტნიორობით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), გავლენის ფონდ „აქციოსთან“ ერთად უმასპინძლებს.
მის: თელავის ქ.20
საკონტაქტო: ნინი ხუგაშვილი კომუნიკაციების მენეჯერი - 599 87 27 77
28 ივნისს, 12:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: „ქართული ოცნების ძალადობრივი ქმედებები“.
მის: კახეთის გზატკეცილი #45
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08
28 ივნისს, 12:00 საათზე, სემეკის ოფისში, პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში დებატების ეროვნული ტურნირის ფინალი გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და სხვა მოწვეული სტუმრები.
მის: ა. მიცკევიჩის N19
28 ივნისს, 15:30 საათზე, ბრიტანეთის საელჩოში გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორის, კუმარ აიერის და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ელჩი ჯეიმს ო'ბრაიენის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
მის: კრწანისის 51
28 ივნისს, 17:30 საათზე, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ბრიფინგს გამართავს.
მის: ჭავჭავაძის 64ბ (ევროკავშირის წარმომადგენლობის ლობი)
28 ივნისს, 19:30 საათზე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში პროექტის „ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში“ მონაწილეების სერტიფიკატებით დაჯილდოება გაიმართება.
მის: კოსტავას 75ბ.
საკონტაქტო: ნინო ხომერიკი - 599 88 15 05