დავით სონღულაშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს მაჰმუდ ადიბს შეხვდა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მხარეებს შორის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ირანსა და საქართველოს შორის სავაჭრო მარშრუტები.

„მხარეებმა ისაუბრეს ირანისა და საქართველოს გავლით აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი გზის შექმნის პოტენციალზე. აღნიშნეს რაოდენ მნიშვნელოვანია ეს პროექტი ქვეყნების ეკონომიკის განვითარებასა და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით.

შეხვედრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო საქართველოდან ირანში ხორცისა და მარცვლეულის ექსპორტის შესაძლებლობების შესწავლა. მხარეებმა იმსჯელეს სოფლის მეურნეობის დარგში ორმხრივად მომგებიანი ვაჭრობის შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოს ხარისხიანი პროდუქციისა და ირანის ბაზრის მოთხოვნების კაპიტალიზაციით, შესაძლებელია სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განვითარება.

კომიტეტის თავმჯდომარემ და ელჩმა ასევე ისაუბრეს უმაღლესი სასწავლებლების დიპლომების აღიარების პროცესის დაჩქარებაზე, რაც ხელს შეუწყობს განათლების სისტემის განვითარებას და ირანელ და ქართველ ხალხს შორის საგანმანათლებლო ურთიერთობების გაუმჯობესებას.

დავით სონღულაშვილმა და მაჰმუდ ადიბმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ეკონომიკური პარტნიორობის მნიშვნელობას. ელჩმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ირანის ისლამური რესპუბლიკის მხარდაჭერა დაადასტურა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება