ანჯეი დუდა - “ვაგნერი” ბელარუსში გადაადგილდება, რაც ჩვენთვის უკიდურესად ნეგატიური სიგნალია

“ვაგნერის” ბელარუსში გადაადგილება ჩვენთვის უკიდურესად ნეგატიური სიგნალია. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ნატო-ს წარმომადგენლებმა აქამდე მიღებული გადაწყვეტილებები უნდა განახორციელონ.

“ახლა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის - პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოებას ვაძლიერებთ. ვხედავთ რა ხდება აღმოსავლეთით. “ვაგნერის” ჯგუფი ბელარუსში გადაადგილდება, რაც ჩვენთვის უკიდურესად ნეგატიური სიგნალია და ამას ჩვენს მოკავშირეებამდე მივიტანთ”, - განაცხადა დუდამ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს