აშშ უკრაინას 500 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 500 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, პაკეტში შევა: დამატებითი საბრძოლო მასალა Patriot-ი ანტისაჰაერო სისტემებისთვის, Stinger-ის ანტისაჰაერო სისტემები, დამატებითი რაკეტები HIMARS-ის სისტემებისთვის, განაღმვითი აღჭურვილობა, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, Bradley-ს ტიპის 30 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 25 Stryker-ის ჯავშანმანქანა, TOW-ი რაკეტები, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები, HARM-ის რაკეტები, და ა.შ.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თანახმად, სამხედრო დახმარების აღნიშნული პაკეტი უკრაინას კონტრშეტევით ოპერაციებს დაეხმარება, მის საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს, ხოლო დამატებითი ჯავშანტექნიკა, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები, და კრიტიკული მნიშვნელობის საბრძოლო მასალა კიევს საშუალებას მისცემს რუსეთს მის აგრესიულ ომში წინააღმდეგობა გაუწიოს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს