კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია

კრამატორსკზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე, დაშავებულების კი 56-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის სამი ბავშვია.

„28 ივნისს, 07:00 საათისთვის, დანგრეული კაფეს შენობის ნანგრევებიდან 8 გარდაცვლილის (მათ შორის 3 ბავშვის) ცხედარია ამოყვანილი, დაშავდა 56 ადამიანი (მათ შორის 1 ბავშვი) “, - აცხადებენ უწყებაში.

მათი ცნობით, მაშველები დანგრეული შენობის ნანგრევების გაწმენდასა და ადამიანების ძებნას განაგრძობენ.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა კრამატორსკის ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა გუშინ განახორციელეს.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება