აშშ-მა რუსეთის მიერ კრამატორსკზე სარაკეტო დარტყმა დაგმო

თეთრი სახლი დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის სარაკეტო დაბომბვას ეხმაურება და აცხადებს, რომ გმობს რუსეთის „სასტიკ დარტყმებს“. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის სასტიკ დარტყმებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომლებმაც მასობრივი სიკვდილი და ნგრევა გამოიწვიეს“, - განაცხადა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.

მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, იარაღის და აღჭურვილობის მიწოდებას რუსული აგრესიისგან თავდასაცავად.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა