უკრაინა NASAMS-ის ორ სისტემას მიიღებს

ლიეტუვას პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინას NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ორ გამშვებ სისტემას გადასცემს.

„ლიეტუვამ NASAMS-ის ორი გამშვები სისტემა შეიძინა და უკრაინას გადასცემს. აგრესორთან საბრძოლველად ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა საკვანძო საკითხს წარმოადგენს", - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

ასევე ლიეტუვას პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ვილნიუსის სამიტზე უკრაინის მხარდასაჭერად ნატო უფრო ბევრ კოლექტიურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ დააყენა საკითხი მისი ქვეყნისთვის NASAMS-ის სისტემების გადაცემის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. დღეს ლიეტუვასა და ნორვეგიულ კომპანია Kongsberg-ს შორის ხელი მოეწერა შესაბამის შეთანხმებას. ორი მოდერნიზებული სისტემა უკრაინას უახლოეს მომავალში მიეწოდება“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა