ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ლიეტუვის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და უკრაინის კონსტიტუციის მიღების 27-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე გიტანას ნაუსედა ნატო-ს ვილნიუსის სამიტის დღის წესრიგის, ევროკავშირში უკრაინის წევრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების და ასევე უკრაინისთვის ლიეტუვასა და ევროკავშირის დახმარების საკითხებზე იმსჯელებს.

კიევში ლიეტუვას ლიდერი ჰააგიდან ჩავიდა, სადაც უკრაინისთვის შემდგომი მხარდაჭერის საკითხები განიხილებოდა.

კიევიდან გიტანას ნაუსედა ბრიუსელში ჩავა, სადაც 29 ივნისს ევროპელი ლიდერების სამიტის სხდომა ჩატარდება.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს