პოლიციელის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ახალგაზრდის დაღუპვას პარიზში საპროტესტო აქციები მოჰყვა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის გარეუბანში, ნანტერში, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელსაც პოლიციელმა ესროლა. მოზარდის ოჯახის ადვოკატებმა უარყვეს პოლიციის ვერსია, რომ პოლიციელმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც ახალგაზრდა მათ ავტომობილით დაჯახებით ემუქრებოდა.

ქუჩებში გამოსულმა დემონსტრანტებმა ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ნანტერის პოლიციის განყოფილების წინ დაწყებული საპროტესტო აქცია მეზობელ დასახლებებშიც გავრცელდა.

ხელისუფლების ცნობით, დაკავებულია 15 ადამიანი.

ნანტერის პროკურატურაში აცხადებენ, რომ პოლიციელი, რომელმაც ახალგაზრდა მძღოლს ცეცხლი გაუხსნა, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ