„ქართული ოცნების" დეპუტატი მარიამ ლაშხი - ირლანდიას აქვს კარგი პრაქტიკა, შეურაცხმყოფელი სიტყვების ჩამონათვალი, რომელიც არ უნდა გამოიყენონ პარლამენტის მუშაობისას - ირლანდიური გამოცდილება უნდა შევისწავლოთ

ირლანდიას აქვს კარგი პრაქტიკა, შეურაცხმყოფელი სიტყვების ჩამონათვალი, რომელიც არ უნდა გამოიყენონ პარლამენტის მუშაობისას. ჩვენთან ყველაზე მეტად გვესმის რუსების ძახილი - ირლანდიური გამოცდილება უნდა შევისწავლოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ლაშხმა განაცხადა.

მისი თქმით, დაუწერელ ეთიკის ნორმებს ოპოზიცია არ იცავს, ამიტომ "კარგი იქნება, თუ ეს გაიწერება და პოლიტიკოსები შეურაცხმყოფელ გადაძახილებს არ გააკეთებენ არგუმენტების გარეშე".

კითხვაზე, ვინ უნდა შეაფასოს, რამდენად წონადია არგუმენტი, ლაშხი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ირლანდიის მაგალითი კარგი პრაქტიკის მაგალითად მოჰყავს, რომელიც ჯერ უნდა შეისწავლონ.

"ირლანდიის პარლამენტს აქვს ძალიან კარგი პრაქტიკა, ეთიკის კოდექსი, რომელსაც არამხოლოდ დეპუტატები, პარლამენტის თანამშრომლებიც აწერენ ხელს, რაც გულისხმობს შეურაცხმყოფელი სიტყვების ჩამონათვალს, რომელიც არ უნდა იხმარონ პარლამენტის მუშაობის დროს. ეს ამცირებს პოლარიზებას და შინაარსობრივ განხილვას უწყობს ხელს. ჩვენს შემთხვევაში რომ წარმოვიდგინოთ ერთმანეთის მიმართ გადაძახილები, ყველაზე მეტად გვესმის "რუსების" ძახილი, "რუსული კანონი". პოლიტიკოსებს აქვთ პოლიტიკური ვალდებულება, ნებისმიერ სიტყვას ჰქონდეს არგუმენტირებული დასაბუთება. როცა არის შეურაცხმყოფელი გადაძახილები დაუსაბუთებლად, კარგი იქნება თუ ამის ნაცვლად არგუმენტირებული მსჯელობა იქნება. ეს არ არის რეგულირებადი საქართველოში და ზღვარი არის სიტყვის თავისუფლებას, შეურაცხყოფას და ელემენტარულ ეთიკას შორის. დაუწერელი კანონია ის, რომ პოლიტიკოსის ვალდებულებაა, ნებისმიერ გადაძახილს ჰქონდეს არგუმენტები, თუმცა პრაქტიკაში ამის განხორციელება არ ხდება. ეს იყო გაზიარებული პრაქტიკა ირლანდიის პარლამენტის მხრიდან. ჯერ ეს ინიციატივა არ არის და უნდა შევისწავლოთ მათი გამოცდილება. ამან იმუშავა ირლანდიის პარლამენტში და კარგი იქნება ჩვენც გვქონდეს არა დაუწერელი ეთიკის ნორმები, რომელსაც არ ასრულებს ოპოზიცია, არამედ გვქონდეს დაწერილი. გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფუძვლო შეურაცხყოფებს შორის არსებობს ზღვარი, კარგი იქნება თუ ეს დარეგულირდებოდა," - განაცხადა ლაშხმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია