ირაკლი კობახიძე - რამდენჯერაც პრემიერი პარლამენტში მოვიდა, იმდენჯერ დებატები 10:0 მოიგო - პარასკევსაც მორიგი დებატები დასრულდება 100:0 ანგარიშით,  როგორც ეს ხდებოდა წინა შემთხვევებში

რამდენჯერაც პრემიერი პარლამენტში მოვიდა, იმდენჯერ დებატები 10:0 მოიგო - იმდენად დამარცხდა ოპოზიცია ყოველ ჯერზე ათით ნული, 100:0-აც კი, რომ ინტერპელაციაზეც არ ეძახიან პრემიერს, საკუთარი ფიასკო აღიარეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარასკევსაც მორიგი დებატები 100:0 ანგარიშით დასრულდება.

„რამდენჯერაც პრემიერი პარლამენტში მოვიდა, იმდენჯერ დებატები ათით ნული მოიგო, ეს რეალობაა. იმდენად დამარცხდა ოპოზიცია ყოველ ჯერზე ათით ნულით, ასით ნულითაც კი, რომ ინტერპელაციაზეც არ ეძახიან პრემიერს, საკუთარი ფიასკო აღიარეს. შესაბამისად, პარასკევსაც მორიგი დებატები ასით ნული ანგარიშით დასრულდება, როგორც ეს ხდებოდა წინა შემთხვევებში. ბუნებრივია, ამას იხილავს საზოგადოება. მიზანი არის წლიური ანგარიშის ჩაბარება. რაც მოხდა გასული წლის განმავლობაში, ყველა რეფორმა, ყველა გადადგმული ნაბიჯი, ყველაფერთან დაკავშირებით იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია. ესაა ყოველწლიური ანგარიშის მიზანი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 30 ივნისს მოუსმენენ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება