პენტაგონი - „ვაგნერის“ დაქირავებულები უკრაინის ტერიტორიაზე დღემდე რჩებიან

როგორც დღეს პრესკონფერენციის დროს აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რუსეთში შეიარაღებული ამბოხის წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე დღემდე რჩება.

ამასთან, პენტაგონის წარმომადგენელს რუსი დაქირავებულების ადგილმდებარეობა არ დაუზუსტებია.

„რაც შეეხება “ვაგნერელების“ კონკრეტულ დისლოცირებასა და გადადისლოცირების შესაძლებლობას, ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულირებას არ ვაპირებ,“ - განაცხადა პატრიკ რაიდერმა.

მისივე თქმით, რუსეთში მომხდარი მოვლენების გამო აშშ-ს ჯარების განლაგებაში არავითარი ცვლილება არ მომხდარა.

„ჩვენ ვერ დავინახეთ ვერაფერი, რაც, ჩვენი თვალსაზრისით, რაიმე იძულებით კორექტირებას მოითხოვდეს", - დასძინა პენტაგონის წარმომადგენელმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში