გერმანიის თავდაცვის მინისტრი - აშშ-ს შემდეგ ჩვენ უკრაინის მეორე უძლიერესი მხარდამჭერები ვართ

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, აშშ-ს შემდეგ გერმანია მეორეა უკრაინის მხარდაჭერით კუთხით. ამის შესახებ პისტორიუსმა აშშ-ში ვიზიტის წინ ZDF-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„დიდი ალბათობით, ეს გადამწყვეტი წელი იქნება, ახლა კი - გადამწყვეტი თვეებია, ამიტომაც რამდენიმე კვირის წინ გერმანია უკრაინისთვის მხარდაჭერის დიდი პაკეტით (2,7 მლრდ. ევრო) გამოვიდა. ახლა აშშ-ს შემდეგ ჩვენ უკრაინის მეორე უძლიერესი მხარდამჭერები ვართ“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

ბორის პისტორიუსმა ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერი უკრაინის კონტრშეტევაზეა დამოკიდებული.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ინვესტიციის ახალი ფილოსოფია - ფული აღარ არის ფუფუნება