რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს

რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს. The Guardian- ი ხარკოვის გუბერნატორის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებას ავრცელებს, სადაც ის ხარკოვის ოლქის ჩუგუევოს რაიონზე მიტანილ საარტილერიო დარტყმაზე საუბრობს.

„რუსმა სამხედროებმა უკვე მერამდენედ ჩუგოევოს რაიონის სოფელი ვოვჩანი დაბომბეს. სამწუხაროდ, სოფლის სამი მცხოვრებია დაღუპული“, - განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა