პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მოულოდნელი ვიზიტით კიევს ესტუმრა, სადაც უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს.
პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილია მოლაპარაკება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსი სამხედროების მიერ შესაძლო ტერაქტის მოწყობაზე და ვილნიუსში ნატო-ს სამიტისთვის მომზადებაზე.
„პოლონეთის პრეზიდენტი კიევში იმყოფება, სადაც უკრაინის კონსტიტუციის მიღებისადმი საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ასევე გაიმართება კონსულტაციები ფრონტზე მიმდინარე ვითარებასთან და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსული ტერაქტის საფრთხესთან დაკავშირებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.