საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა რუსი სამხედროების მიერ კრამატორსკზე მიტანილი სარაკეტო დარტყმა დაგმო და აღნიშნა, რომ მიზანი ისევ და ისევ სამოქალაქო ობიექტები გახდა, რაც სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს.
როგორც თავის Twitter-ის გვერდზე ევროპელმა დიპლომატმა აღნიშნა, ეს რუსეთის მხრიდან ტერორის მორიგი დემონსტრირებაა.
"დაიბომბა უცხოური პრესის წარმომადგენლების შეხვედრების პოპულარული ადგილი. რუსეთი აგრძელებს საერთაშორისო სამართლის დარღვევას და სამხედრო დანაშაულების ჩადენას", – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.