თამარ კორძაია - თეა წულუკიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ განდევნოს თავისუფალი აზრი კულტურის ყველა სფეროდან - ის, ვინც კულტურის სფეროს დაეჯახება, ამ ომს ასე იოლად ვერ მოიგებს

თეა წულუკიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ განდევნოს თავისუფალი აზრი კულტურის ყველა სფეროდან - ის, ვინც კულტურის სფეროს დაეჯახება, ამ ომს ასე იოლად ვერ მოიგებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტში კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე კულტურის სფეროში არსებული პრობლემები განიხილეს.

"საკითხი ეხებოდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, ასევე კინოცენტრში, სამუზეუმო სივრცეებში, თეატრებში მიმდინარე მოვლენებს. ამ სფეროს წარმომადგენლები ცალსახად ხაზს უსვამენ იმას, რომ ერთი მეთოდით, ერთი საბჭოური სტილით ხდება განდევნა თავისუფალი ადამიანების ამ სივრცეებიდან. ცალსახაა, რომ თეა წულუკიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ განდევნოს თავისუფალი აზრი კულტურის ყველა სფეროდან. ის, ვინც კულტურის სფეროს დაეჯახება, ამ ომს ასე იოლად ვერ მოიგებს, ყველა ადამიანი ვინც თვლის, რომ ქართული კულტურა საფრთხეშია, უნდა გაერთიანდეს და ხმამაღლა ილაპარაკოს ამ პრობლემებზე, რომელიც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე აისახება," - განაცხადა კორძაიამ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში კულტურის კომიტეტის ოპოზიციონერი წევრები კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. ქართველ ხელოვანთა საინიციატივო ჯგუფი სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და ითხოვს კულტურის კომიტეტზე მათთან და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან საჯარო შეხვედრა გაიმართოს. შესაბამისი წერილით ისინი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძეს და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს მიმართავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება