ანონსი  29 ივნისი

29 ივნისს, 09:30 საათზე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში (საკონფერენციო დარბაზი) ევროპის საბჭო, საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივასთან თანამშრომლობით, საქართველოში პირველ ანტიSLAPP კონფერენციასა და სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სამართალწარმოების გარშემო დისკუსიას უმასპინძლებს.

ღონისძიებას გახსნიან: საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე სტეფან სირბუ, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი ედუარდ მარიკაშვილი და საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.7

საკონტაქტო: 595 221 999

29 ივნისს, 10:00 საათზე, საიაში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

მის: კახიძის #15

29 ივნისს, 10:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)

29 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, საქართველოში პირველად, გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების მასშტაბური, საერთაშორისო კონფერენცია „Impact in the Neighborhood“ გაიმართება.

მის: თელავის ქ.20

საკონტაქტო: ნინი ხუგაშვილი - 599 87 27 77

29 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ღია კარის დღეს გამართავს.

თემა: პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება.

მის: პულმან თბილისი ,,აქსის თაუერსი“ - თბილისი, ჭავჭავაძის #37

საკონტაქტო: ილონა ხვიჩია - 591 70 54 81

29 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)

29 ივნისს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

29 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

29 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრები უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლებენ.

თამარ მეფის სახელობის დარბაზი

(A კორპუსი, 0 სართული)

29 ივნისს, 13:00 საათზე, CRRC - საქართველო „რუსი იმიგრანტების ცხოვრება საქართველოში“ -კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავს.

მის: ირაკლი აბაშიძის ქ. 34/36 (ტერმინალის საკონფერენციო სივრცე)

საკონტაქტო: ნინო ედილაშვილი - 595 04 44 80

29 ივნისს, 14:00 საათზე, სიღნაღში, სამართალდამცავების მიერ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის გაპროტესტებისთვის უკანონოდ დაკავებული პირების ლაშა ფარულავას და გიორგი ლომიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

თემა: შსს-მ სასამართლოს მტკიცებულებად წარუდგინა პატრულ-ინსპექტორის მიერ გადაღებული სამხრე კამერის ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც აღბეჭდილია საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი.

საკონტაქტო: ლაშა ფარულავა - 577 14 81 18

მის: სიღნაღის რაიონი, ცოტნე დადიანის ქ. №15

29 ივნისს, 14:00 საათზე, Global აქსელერაციის პროგრამის მეოთხე ნაკადის „დემო დღე“ გაიმართება.

მის: მერაბ კოსტავას ქ. 14 (სასტუმრო „სტამბა“)

29 ივნისს, 15:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიებებთან და ნარკორეალიზატორების დაკავებასთან დაკავშირებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ კუპატაძე ბრიფინგს გამართავს.

მის: გულუას ქუჩა N10

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება