გიტანას ნაუსედა - ნატოს ვილნიუსის სამიტზე დადასტურებული უნდა იქნას, რომ ევროპაში უკრაინა ნატოს ტრანსატლანტიკური არქიტექტურის განუყოფელი  ნაწილია

ლიეტუვას პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, ყველა ერი თავის კონსტიტუციას მელნით, ხოლო ზოგიერთი კი - სისხლით წერს.

ამის შესახებ მან პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან და უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ისაუბრა.

„2014 წლიდან უკრაინა თავის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, კულტურასა და ენას, დროშას და გერბს იცავს, და ასევე თავის გზას დასავლურ სამყაროში, კერძოდ, კი - ევროკავშირში და ნატოში ", - განაცხადა ნაუსედამ.

ლიეტუვას პრეზიდენტის თქმით, უკრაინა აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და მისი ქვეყანა ამას მხარს უჭერს.

„ნატოს ვილნიუსის სამიტზე დადასტურებული უნდა იქნას, რომ ევროპაში უკრაინა ნატოს ტრანსატლანტიკური არქიტექტურის განუყოფელი ნაწილია და მას ალიანსში წევრობის გზა გახსნილი უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება