ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, ბელარუსში “ვაგნერელების” რაოდენობა არასაკმარისი იქნება უკრაინაზე თავდასხმისთვის

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, ბელარუსში “ვაგნერელების” რაოდენობა არასაკმარისი იქნება უკრაინაზე თავდასხმისთვის.

ამის შესახებ მან პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ვერ ვიტყვი ისინი [“ვაგნერელები”] რამდენად დაემუქრებიან ვინმეს ბელარუსის ტერიტორიაზე, ვინაიდან, ვთვლი, რომ კონტინგენტი იქ არც ისე დიდი იქნება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “ვაგნერის” ბევრი დაქირავებული მებრძოლი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს, ამიტომ მოსკოვზე მათი შედარებით მცირე რაოდენობა წავიდა.

ამის გარდა, ზელენსკის თქმით, უკრაინის არმია თვლის, რომ ქვეყნის ჩრდილოეთში ვითარება “უცვლელი და კონტროლირებადია” და შემოჭრის გამეორება შეუძლებელია.

“საბოლოო ჯამში ძლიერი, თანამედროვე ჯარი გვყავს და არა მხოლოდ სიტყვებზე”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას