ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის გამარჯვება უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიაა მოლდოვასა და საქართველოსთვის

უკრაინის გამარჯვება მოლდოვასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის გამარჯვება უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიაა მოლდოვასა და საქართველოსთვის, ახალი ძალაა სამხრეთ კავკასიისთვის, თავისუფლება და სიმშვიდეა ბელარუსისთვის, ენერგიაა ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონისთვის, უსაფრთხოების გარანტია და მანიპულაციებისგან დაცვაა ცენტრალური აზიისთვის, შანსია ახლო აღმოსავლეთისთვის და გარანტიაა, რომ აფრიკის ქვეყნებს რუსები აღარ გაძარცვავენ.

"ასეთ პრინციპს ვთავაზობ უკაინული დოქტრინისთვის, მისი გლობალური უსაფრთხოების კომპონენტისთვის - არ ვიფიქროთ იმაზე, თუ რას ველოდოთ რუსეთისგან, არამედ ნებისმიერი სიბოროტისთვის მზად ვიყოთ, რათა რუსეთში ნებისმიერი ბოროტება ყოველთვის დარწმუნებული იყოს, რომ უკრაინასთან ყოველთვის დამარცხდება", - განაცხადა ზელენსკიმ.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება