ჯო ბაიდენი - პუტინი გარიყულია - ის აშკარად აგებს ომს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ ამბოხის მცდელობის შემდეგ, ცალსახად დასუსტდა. ამის შესახებ ბაიდენმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას, CNN-ის კითხვაზე პასუხად განაცხადა.

აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ძნელია იმის თქმა“, შეირყა თუ არა პუტინის პოზიცია ამბოხის მცდელობის შემდეგ, „მაგრამ ის აშკარად აგებს ომს“.

„ის აგებს ომს თავის ქვეყანაში. ის გახდა გარიყული მთელი მსოფლიოს მიერ და ეს არ არის მხოლოდ ნატო, არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ იაპონიაც" , - დასძინა ბაიდენმა.

კითხვაზე, არის თუ არა პუტინი სუსტი დღეს გასულ კვირასთან შედარებით, ბაიდენმა უპასუხა: „მე ვიცი, რომ ასეა”.

მანამდე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულს შტატებს და მისი უახლოეს მოკავშირეებს „ვაგნერის“ აჯანყებასთან კავშირი არ აქვთ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა