ენტონი ბლინკენი - უკრაინა ნატო-ს სამიტზე დახმარების ძლიერ პაკეტს მიიღებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინა ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე დახმარების ძლიერ პაკეტს მიიღებს.

„ნატო-ს სამიტზე უკრაინისთვის ძალიან ძლიერ, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის პაკეტს ნახავთ“, - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, 16 თვის წინ რუსული ძალები კიევთან იმყოფებოდნენ და ეგონათ, ქალაქს 3 დღეში აიღებდნენ, რამდენიმე დღის წინ კი „ვაგნერელები“ რუსეთის დედაქალაქისკენ მიდიოდნენ.

„ნამდვილად არაჩვეულებრივია, რომ იმ ადგილიდან, სადაც ვიყავით 16 თვის წინ, როდესაც რუსული ძალები კიევთან იმყოფებოდნენ და ეგონათ, რომ ქალაქს რამდენიმე დღეში აიღებდნენ, ეგონათ, რომ უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას რუკიდან წაშლიდნენ, გადავინაცვლეთ იმ ადგილამდე, სადაც ჩვენ ვიყავით ამ შაბათ-კვირას, სადაც დაქირავებულები რუსეთის დედაქალაქისკენ მიდიოდნენ“, - განაცხადა ბლინკენმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა