ოლაფ შოლცი - ამბოხების მცდელობამ პუტინი დაასუსტა, ის თავის სავარძელში ისევ ისე მყარად არ ზის

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თვლის, რომ რუსეთში მომხდარმა წარუმატებელმა ამბოხებამ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაასუსტა.

”ეს მოწმობს იმას, რომ არის ბზარები ავტოკრატიულ სტრუქტურებში, ძალაუფლების სტრუქტურებში და რომ ის არავითარ შემთხვევაში არ ზის ისევ ისე მყარად თავის სავარძელში. მე მჯერა, რომ ის დასუსტებულია”, - განაცხადა შოლცმა.

მისი თქმით, რუსეთში ვითარება კვლავ დაძაბულია და გერმანია სიფრთხილით იმოქმედებს.

“რუსეთი არის ბირთვული სახელმწიფო. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ყურადღებით უნდა შევხედოთ, როცა სახიფათო სიტუაციები წარმოიქმნება - და ეს სახიფათო სიტუაციაა", - აღნიშნა შოლცმა.

კანცლერის განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს უკრაინას, რათა მან შეძლოს თავის დაცვა, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინის მხარდაჭერის მიზანი არ არის რუსეთში რეჟიმის შეცვლა".

ამასთან, კითხვაზე, რამდენ ხანს დარჩება ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში, ოლაფ შოლცმა უპასუხა :

"არ მინდა რაიმე სპეკულაციაში ჩართვა იმასთან დაკავშირებით, რამდენ ხანს იქნება ის ხელისუფლებაში. ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი, შეიძლება მოკლე, ჩვენ არ ვიცით", - განაცხადა მან.

შოლცმა დასძინა, რომ კრემლში ხელმძღვანელობის შეცვლა შესაძლოა არ იყოს საუკეთესო ვარიანტი: „ჩვენ არ ვიცით, პუტინის შემდეგ უკეთესი მოვა, თუ უარესი“, - აღნიშნა შოლცმა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა