საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა რიცხვი 150-მდე გაიზარდა

საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა რიცხვი 150-მდე გაიზარდა. შესაბამის ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანინი ავრცელებს.

მისი თქმით, გასული დღის განმავლობაში აქტივისტებმა მერიის, პოლიციისა და სასწავლო დაწესებულებების შენობები დაარბიეს.

საფრანგეთში საპროტესტო ტალღა 17 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელსაც პოლიციელმა ესროლა. მოზარდის ოჯახის ადვოკატები უარყოფენ პოლიციის ვერსიას, რომ პოლიციელმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც ახალგაზრდა მათ არ დაემორჩილა და ავტომობილით დაჯახებით დაემუქრა.

ნანტერის პროკურატურაში აცხადებენ, რომ პოლიციელი, რომელმაც ახალგაზრდა მძღოლს ცეცხლი გაუხსნა, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

პროტესტი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის გარეუბანში, ნანტერში დაიწყო, სადაც შემთხვევა მოხდა და სხვა ქალაქებშიც გავრცელდა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს