ზაპოროჟიეში, ატომურ ელექტროსადგურზე რუსების შესაძლო ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით, წვრთნები ჩატარდება

ზაპოროჟიეში, ატომურ ელექტროსადგურზე რუსების შესაძლო ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით, წვრთნები ჩატარდება. განცხადებას ზაპოროჟიეს საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„წვრთნები ქალაქ ზაპოროჟიესა და ზაპოროჟიეს ოლქის ტერიტორიაზე ჩატარდება. ღონისძიების მიზანს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საგანგებო სიტუაციის შექმნის რეალური საფრთხის შემთხვევაში ყველა სამსახურის მოქმედებების კოორდინირება წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ადმინისტრაცია მოუწოდებს მოსახლეობას წვრთნების ჩატარების დროს ზედმეტი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება