ანა მალიარი - წარმატებით მივიწევთ წინ - ნადგურდება მოწინააღმდეგის შეტევითი პოტენციალი, ტექნიკა, საწყობები, მართვის პუნქტები და პირადი შემადგენლობა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები აგრძელებს შეტევით ოპერაციას მელიტოპოლის, ბერდიანსკის და ბახმუტის მიმართულებებზე.

"შეტევითი ოპერაცია გრძელდება. მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლა ჩვენი მიწის თითოეული მეტრისთვის. წარმატებით მივიწევთ წინ", - განაცხადა ანა მალიარმა.

მისივე თქმით, რუსი სამხედროები აგრძელებენ წარუმატებელ შეტევას ლიმანის, ავდეევკის და მარიინკის მიმართულებებზე.

"როვნოპოლი - ვოლოდინოს მიმართულებაზე გვაქვს წარმატება, ახლა მიმდინარეობს გამაგრება დაკავებულ პოზიციებზე, რუს სამხედროებს სერიოზული დანაკარგები აქვთ. ფაქტობრივად ნადგურდება მოწინააღმდეგის შეტევითი პოტენციალი, ტექნიკა, საწყობები, მართვის პუნქტები და პირადი შემადგენლობა", - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში