რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, უკრაინაში მებრძოლი 160 დაქირავებული სამხედროს წინააღმდეგ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან არიან, სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მებრძოლი 160 დაქირავებული სამხედროს წინააღმდეგ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან არიან, სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, - ინფორმაციას რუსულ მედიაზე დაყრდნობით The Guardian-ი ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან და სხვა ოპერატიულ სამსახურებთან ურთიერთმოქმედების შედეგად, ჩვენს მიერ შეგროვებულია მტკიცებულებები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში საქართველოდან, აშშ-დან, ლატვიიდან, შვედეთიდან და სხვა სახელმწიფოებიდან დაქირავებული სამხედროების მონაწილეობის შესახებ. ამჟამად საუბარია 160 დაქირავებულ სამხედროზე მსოფლიოს 33 ქვეყნიდან“, - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ანგარიშში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს