აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო უქმდება და ის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში ერთიანდება

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო უქმდება და ის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში ერთიანდება.

შესაბამისად, ყველა ის უფლებამოსილება, რაც აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გააჩნია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფუნქციებში გადადის. “ბორდში“ აჭარის ტელევიზია სამი წარმომადგენლით იქნება წარმოდგენილი.

პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სწორედ ასეთი შინაარსის ცვლილებებით და განახლებული რედაქციით უყარა კენჭი “მაუწყებლის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს, რომელიც მეორე მოსმენით დაამტკიცეს.

ამასთან, კანონის პროექტის კორექტირებული ვარიანტის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ორი წევრის შეყვანის შესაძლებლობა აღარ ექნება.

„ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოქმედ და ყოფილ წევრებთან კონსულტაციები გვქონდა. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ერთი და იგივე პოზიცია დაფიქსირდა, რომ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო არ მონაწილეობდა აჭარის მაუწყებლისა და რადიოს ადვოკატირება-ლობირების პროცესში მაშინ, როდესაც აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ “ბორდში“ წარდგენილი ერთი პირი ყველა ფორმაციაში, მუდმივად აყენებდა დღის წესრიგში აჭარის მაუწყებლის გაძლიერების საკითხებს.

შესაბამისად, ინიციატორებისგან იქნა მიჩნეული, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის „ბორდში“ აჭარის წარმომადგენლობის გაზრდა ერთიდან სამ წევრამდე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მხარდაჭერასა და გაძლიერებას, მით უფრო, როცა ახალ ინიციატივაში ჩაიწერა საკანონმდებლო გარანტიები დაფინანსების გაზრდის საკითხში“, - განაცხადა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.

იონათამიშვილი იმასაც ამბობს, რომ ყველა ცვლილება, რასაც დღეს საბოლოოდ ეყარა კენჭი, განხილულ იქნა მეორე მოსმენის დროს, სესიაზე.

“ვინაიდან ეს საინტერესო და შინაარსობრივი ცვლილებები იყო, ინიციატორებმა გამოვთქვით პოზიცია, რომ საკითხი სამშაბათს - 27 ივნისს კენჭისყრაზე არ დაყენებულიყო და დასმული მოსაზრებები ტექსტში შემდეგ აგვესახა, კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე დაინტერესებული კოლეგებისთვის ახალი რედაქცია გაგვეზიარებინა და მხოლოდ ამის შემდეგ, უკვე კენჭისყრის წინ გაგვეზიარებინა საბოლოოდ შესატანი ცვლილებები.

ამ დათქმას სამშაბათს თითოეული მონაწილე დაეთანხმა და ჩვენც ყველა პირობა ზედმიწევნით დავიცავით“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება