სახალხო დამცველი ნიდერლანდების ეროვნულ ომბუდსმენს შეხვდა

ამსტერდამში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ნიდერლანდების ეროვნულ ომბუდსმენს რაინიერ ვან ზუტპენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობას, მათ შორის, სახალხო დამცველის არჩევის პროცედურას; ასევე, ევროპის ქვეყნების ომბუდსმენებთან თანამშრომლობის დეტალებს.

„ომბუდსმენებმა ადამიანის უფლებების ზოგადი მდგომარეობა, ინსტიტუციების მანდატი და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ასევე, ყურადღება გაამახვილეს ვეტერანთა უფლებების დაცვაზე, მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გასატარებელ ღონისძიებებზე და ამ მიმართულებით ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების როლსა და მნიშვნელობაზე.

ლევან იოსელიანმა თავისი ნიდერლანდელი კოლეგა ურთიერთობების გაღრმავებისა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით საქართველოში მოიწვია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება