საფრანგეთის ქალაქებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქვეყნის ხელისუფლება 40 000 სამართალდამცავს განათავსებს

საფრანგეთის ქალაქებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქვეყნის ხელისუფლება 40 000 სამართალდამცავს განათავსებს. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, გუშინ საფრანგეთში უსაფრთხოებას მხოლოდ 9 000 სამართალდამცავი უზრუნველყოფდა. დარმანინის ცნობით, არეულობისას საფრანგეთში დაკავებულია 180 ადამიანი. მან ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებისას 170 ოფიცერი დაშავდა.

საფრანგეთში საპროტესტო ტალღა 17 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელსაც პოლიციელმა ესროლა. მოზარდის ოჯახის ადვოკატები უარყოფენ პოლიციის ვერსიას, რომ პოლიციელმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც ახალგაზრდა მათ არ დაემორჩილა და ავტომობილით დაჯახებით დაემუქრა. ნანტერის პროკურატურაში აცხადებენ, რომ პოლიციელი, რომელმაც ახალგაზრდა მძღოლს ცეცხლი გაუხსნა, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?