8 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T405 აუდიტორიაში (უნილაბი) ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის DataArt Georgia-სა და AWS User Group Tbilisi- ის ერთობლივი ინიციატივით AWS Game Day Georgia გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, GameDay არის შემეცნებით-გასართობი აქტივობა, რომელიც ამოწმებს AWS გადაწყვეტილებების დანერგვის უნარებს რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
„ეს არის პრაქტიკული შესაძლებლობა IT სფეროს პროფესიონალებისთვის და დამწყები სპეციალისტებისთვის, შეისწავლონ AWS-ის სერვისები, არქიტექტურის ნიმუშები, გაეცნონ საუკეთესო პრაქტიკებს და გამოიმუშაონ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები.
ღონისძიების განმავლობაში აქტივობის მონაწილეებს მიეწოდებათ ყველა საჭირო რესურსი სხვადასხვა სცენარით მუშაობისთვის.
თითოეულ გუნდს რეგისტრაციისას გადაეცემა AWS-ის ანგარიშზე წვდომისთვის საჭირო მონაცემები.
თამაშს პრეზენტაციის სახით გახსნიან Unicorn.Rentals-ის თანამშრომლები.
თითოეული გუნდი (4 წევრამდე) მიიღებს დაფას იმ ამოცანებით, რომლებიც უნდა ამოიხსნას სხვადასხვა გზით.
AWS Gameday-ზე არ არსებობს სწორი პასუხი, თითოეულ გუნდს ექნება ამოცანის ამოხსნის საკუთარი სტრატეგია, რომელიც AWS-ის ანგარიშებში წარმოდგენილი რესურსების მიხედვით უნდა შეიმუშაოს.
მონაწილეები მზად უნდა იყვნენ AWS Management Console-ში ინტენსიური მუშაობისთვის. თავიანთი ცოდნის გამოსავლენად მათ ასევე უნდა გამოიყენონ AWS-ის სერვისები. ღონისძიება მოიცავს cloud domains-ის მრავალფეროვნებას.
მონაწილეობისთვის:
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე, რის შემდეგაც გადანაწილდებით გუნდების მიხედვით.
იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, რომ მეგობრებმა ერთობლივად მიიღოთ მონაწილეობა და შექმნათ თქვენი გუნდი, გთხოვთ აღნიშნულთან დაკავშირებით აცნობოთ ორგანიზატორებს.
- იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეობთ გუნდთან ერთად, თითოეული წევრი უნდა დარეგისტრირდეს ინდივიდუალურად.
- ორგანიზატორებს შეუძლიათ შეცვალონ გუნდის შემადგენლობა მონაწილეთა გამოცდილების დონის დასაბალანსებლად.
თამაშში მონაწილეობისთვის საჭიროა:
- AWS და მიკროსერვისების საფუძვლების ცოდნა;
- თავისუფლად ფლობდეთ ინგლისურს (თამაშის დროს კომუნიკაციისთვის);
- ლეპტოპი და ადაპტერი;
- Firefox ან Chrome.
დღის წესრიგი:
10:00 - 10:30 - რეგისტრაცია
10:30 - 10:45 - მისასალმებელი სიტყვა
11:00 - 17:00 - AWS Game Day კონკურსი
17:00 - 18:00 - ნეთვორქინგი
სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/43qH3eo
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 8 ივლისი, 10:00
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსი, T405 აუდიტორია (UniLab), ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5. დასწრება თავისუფალია!”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"