პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი “ვაგნერის” მხრიდან პროვოკაციებს არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან პოლონური ტელეარხის TVP Info-ს ეთერში განაცხადა.
„გახსოვდეთ, რომ ჩვენ შეიძლება პროვოკაციებთან გვქონდეს საქმე “ვაგნერის” ჯგუფის მხრიდან,” - განაცხადა ბლაშჩაკმა.
მისი თქმით, „ვაგნერელები” დემორალიზებული ხალხია, რომელთაც საბრძოლო გამოცდილება გააჩნიათ და, შესაბამისად, დიდ საფრთხეს წარმოადგენენ.
ბლაშჩაკმა ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვის საკითხებზე კომიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხების კომიტეტის სხდომაზე განკარგულებები გაიცა თავდაცვის მინისტრისთვის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს და ადმინისტრაციას დაქვემდებარებულ სამსახურებისთვის.