ანონსი 30 ივნისი

30 ივნისს, 10:30 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)

30 ივნისს, 10:55 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

30 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

30 ივნისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის კონფერენცია „მრავალშრიანი მხარდამჭერის სისტემის პილოტირების შედეგები“.

მის: ილიას უნივერსიტეტი, ტექნოლოგიების კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი T102

საკონტაქტო პირი: ეკა კაპანაძე 595504244

30 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2023 წლის მაისი

მის: ცოტნე დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

30 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მდებარე ღია სივრცეში, სტუ-ის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართება.

სტუ-ის დასაქმების ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 105 სხვადასხვა პროფილის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია, რომლებიც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს 1000-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებენ.

მის: მერაბ კოსტავას 77 (სააკაძის მოედნის მიმდებარედ).

საკონტაქტო : თამარ ნოსელიძე - 599 111 686

30 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოში დაგეგმილია საბა ბუაძის და საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების ბრიფინგი.

თემა: ვაკეში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილი ცათამბჯენის პროექტს დამტკიცება.

30 ივნისს, 12:00 საათზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, სამშენებლო კომპანიების და მედიის წარმომადგენლებს ახალი სათავო ოფისის პროექტის პრეზენტაციას წარუდგენს.

მის: სასტუმრო „ვინდჰემ გრანდ თბილისი" (ლ. გუდიაშვილის ქ. №3)

საკონტაქტო: ნინი ტალახაძე 595 05 36 05

30 ივნისს, 12:00 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები და მძღოლები სასწრაფო დახმარების ცენტრის პროფკავშირებთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროსთან საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

მის.: აკაკი წერეთლის გამზირი 144

საკონტაქტო: 591 41 09 94 ირაკლი ამირანაშვილი

30 ივნისს, 13:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში „ლეიბორისტული პარტიის" ერთ–ერთი ლიდერი და ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი, ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების მოთხოვნით საჩივარს პერფორმანსის თანხლებით შეიტანს.

საკონტაქტო:: ელენე ბერიძე 597 001 923

ლაშა ჩხარტიშვილი 558 29 69 80

30 ივნისს 16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

მის: თავისუფლების 2.

30 ივნისს 18:00 სთზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის ოფისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: ხაბეიშვილის განცხადება კასპში თავდასხმაზე.

მის: ბროსეს 6

საკ: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

30 ივნისს, 19:00 საათზე, „შერატონი ბათუმში“ „ქართული ბრენდის დღე - ბათუმი 2023“ შედგება, რომლის მიზანი აჭარის და მის მეზობელ რეგიონებში მიმდინარე ეკონომიკური და კულტურული პროცესების წარმოჩენაა.

საკონტაქტო: 599 80 00 59

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს