29 ივნისს რუსეთის ჯარებმა ხერსონზე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ორი მცხოვრები დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის ოლქის პროკურატურა ავრცელებს.
რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე პროკუდინის თქმით, დარტყმა განხორციელდა ადგილზე, სადაც მოსახლეობა ჰუმანიტარულ დახმარებას იღებს.
მისივე თქმით, დაშავებულებიდან ორი საშუალო სიმძიმისაა.
„ასევე, დაბომბვის შედეგად განადგურდა საწყობები და ნამსხვრევებით დაზიანდა სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტები“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თავდასხმის ერთ-ერთმა თვითმხილველმა თქვა, რომ ადგილზე, სადაც მათ ძაღლები ჰყავდათ განთავსებული, ასევე ცეცხლი გაუხსნეს.