თურქული პარტიის ლიდერი ინალ არძინბას - ჩვენი მთავარი საერთო მიზანი თურქეთის მიერ აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარებაა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა სტამბოლში პარტია „სამშობლოს“ (Vatan Partisi) თავმჯდომარეს, დოღუ პერინჩეკს შეხვდა.

ამის შესახებ „სპუტნიკი“ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყებაზე დაყრდნობით იუწყება.

„ჩვენი მთავარი საერთო მიზანია თურქეთის მიერ აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარება. გარწმუნებთ, რომ ამას უახლოეს მომავალში ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ“, - განაცხადა პერინჩეკმა შეხვედრაზე.

თურქული პარტიის ლიდერმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ჩრდილოეთ კვიპროსს შორის დიალოგის განვითარების მნიშვნელობას და დასძინა, რომ „თურქეთის მოქალაქეების 90% მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკას“.

არძინბას თქმით, უკრაინაში მიმდინარე „სპეცოპერაცია“ არის ნაბიჯი საერთაშორისო ურთიერთობების ახალი, უფრო სამართლიანი სისტემის ჩამოყალიბებისკენ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა