აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი მაიკ პენსი დღეს მოულოდნელი ვიზიტით უკრაინას ეწვია.
ამის შესახებ NBC News-ი იუწყება.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში მოგზაურობისას, პენსი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
„აქ პირადად ჩამოსვლა, უკრაინელი ჯარისკაცების გმირობის უშუალოდ დანახვა… ხალხის გმირობის დანახვა ირპენში… იმ ოჯახების ნახვა, რომელთა სახლები ფაქტობრივად დაბომბეს რუსეთის შემოსევის დროს, მხოლოდ მიძლიერებს სურვილს, ჩემი წვლილი შევიტანო, გავაგრძელო ამერიკის ძლიერი მხარდაჭერის მოწოდება ჩვენი უკრაინელი მეგობრებისა და მოკავშირეებისთვის“, - აღნიშნა პენსმა.
პენსმა ასევე მოინახულა კიევის რეგიონის ქალაქები მოშჩუნი, ბუჩა და ირპენი, რომლებსაც რუსულმა ოკუპანტებმა დაარტყეს ომის დასაწყისში.
„მე აქ იმიტომ ვარ, რომ მნიშვნელოვანია, ამერიკელმა ხალხმა გაიგოს ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი და რამდენად არის უკრაინელი სამხედროების მხარდაჭერა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში“, - დასძინა პენსმა.
ივნისის დასაწყისში პენსმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. მანვე აღნიშნა, რომ მხარს უჭერს აშშ-ს დახმარებას უკრაინაში.