გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია, მათ შორის TRML-4D ტიპის საჰაერო სათვალთვალო რადარი გადასცა, - ინფორმაცია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული.
ამასთან, დახმარების ახალი პარტია მოიცავს: Biber-ის ტიპის ხიდის გამდებ სამ ტანკს, განაღმვის მოძრავ სისტემას, სასაზღვრო ავტომობილებსა და Zetros-ის სატვირთო მანქანებს.