კიევის მთავრობის პროვოკაციული კომენტარები რუსეთთან და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით ობიექტზე დაგეგმილი რეალური დივერსიისთვის კვამლის საბურველია, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ განაცხადა.
„კიევის რეჟიმის აშკარა უუნარობა გონს მოეგოს და შეწყვიტოს ატომური ელექტროსადგურისთვის საფრთხის შექმნა, იწვევს უდიდეს შეშფოთებას, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მისი პროვოკაციული ბრალდებები სხვა არაფერია, თუ არა კვამლის საბურველი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რეალური ავარიის განსახორციელებლად მზადების დასამალად“, - ნათქვამია ვასილი ნებენზიას მიერ გავრცელებულ წერილში.