რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში 228 340 სამხედრო დაკარგა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 041 ტანკს, 7 863 ჯავშანტექნიკას, 1 127 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 315 საბრძოლო თვითმფრინავს და 308 ვერტმფრენს, 6 785 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 519 უპილოტო საფრენ აპარატს, 569 ერთეულ სპეცტექნიკას და 1 261 ფრთოსან რაკეტას.