საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა რაოდენობა 667-მდე გაიზარდა - ემანუელ მაკრონი მთავრობის საგანგებო სხდომას გამართავს

საფრანგეთში, პოლიციელის მიერ მოკლული 17-წლის ახალგაზრდის მიმართ სოლიდარობის ნიშნად მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად წუხელ 249 სამართალდამცავი დაშავდა, - ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

ამასთან, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანინის განცხადებით, 3-დღიანი საპროტესტო აქციების განმავლობაში სულ მცირე 667 ადამიანი დააკავეს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მთავრობის მორიგი საგანგებო სხდომის გამართვას აპირებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა