ირაკლი ღარიბაშვილი - მედიკამენტების ფასები შემცირებული არის 60-დან 80%-მდე, წლის ჭრილში, მოსახლეობამ 200 მილიონ ლარზე მეტი დაზოგა შარშან და ეს ყოველ წელს მოიმატებს, ეს ეკონომია, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ნახავს

მოგეხსენებათ, რომ წარმატებული აღმოჩნდა ჩვენ მიერ გატარებული რეფორმა, მედიკამენტების ფასების დარეგულირების და შემცირების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, დღეს ხელმისაწვდომი არის ყველაზე მეტად მოთხოვნადი, 550-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

„მედიკამენტების ფასები შემცირებული არის 60-დან 80 %-მდე, წლის ჭრილში, მოსახლეობამ 200 მილიონ ლარზე მეტი დაზოგა შარშან და ეს ყოველ წელს მოიმატებს, ეს ეკონომია, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ნახავს. წელს ასევე მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდა, დღეისათვის 1600-ზე მეტ წამალზე უკვე განისაზღვრა რეფერენტული ფასი, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მედიკამენტების ღირებულება.

ზოგადად მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მიზნით აღიჭურვა და შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალით დაკომპლექტდა წამლის ხარისხის ლაბორატორია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სფეროში გვაქვს გამოწვევა, რომელიც არის ხარისხი ზოგადად, ხარისხიანი ჯანდაცვა არის და რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ამ მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც უნიკალურია მთელ მსოფლიოში, უპრეცედენტო, შეიძლება ასე ითქვას, რამაც ამ ვირუსის, ამ დაავადების გავრცელება 67%-ით შეამცირა“, - განაცხადა პრემიერმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში