არმაზ ახვლედიანი - ბატონო პრემიერო, ძალიან მინდოდა, ტრიბუნასთან რომ დადექით, მაგალითი გეჩვენებინათ, როგორ შეიძლება ამ წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გამოინახოს კომპრომისები, თუნდაც როგორც თქვენ ამბობთ, ასეთ ოპოზიციასთან

ბატონო პრემიერო, ძალიან მინდოდა, ტრიბუნასთან რომ დადექით, მაგალითი გეჩვენებინათ, როგორ შეიძლება ამ წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გამოინახოს კომპრომისები, თუნდაც როგორც თქვენ ამბობთ, ასეთ ოპოზიციასთან - თუ ეს ვერ ხერხდება, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვუახლოვდებით ამ უფსკრულს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ პარლამენტშიც ვერ პოულობენ საერთო ენას, უფსკრული გარდაუვალია.

„თუ ვინმე ისტორიკოსი არის ჩვენს შორის, ან ვინც გვისმენს მათ შორის, შეიძლება დასვას კითხვა - საქართველოში ბოლო ათწლეულების კი არა, საუკუნეების განმავლობაშიც რომ ყოფილა ასეთი დაპირისპირება, ერთმანეთის მიუღებლობა, რას განუმუხტავს ამ დროს ვითარება? რამ შეიძლება განმუხტოს ვითარება ახლა? ჩვენს თავთან მარტო თუ დავრჩებით და საკუთარ თავს ამ კითხვას დავუსვამთ, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ამ დაპირისპირებით და მთავარ საკითხზე ვერ შეთანხმებით, უფსკრულის პირას მყოფ საქართველოს გადავჩეხავთ უფსკრულში. ვინ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას? - მინდა, ეს კითხვა ჩემს თავს დავუსვა.

ამას ახლა იმიტომ ვამბობ, ბატონო პრემიერო, რომ ძალიან მინდოდა, ტრიბუნასთან რომ დადექით, მაგალითი გეჩვენებინათ, როგორ შეიძლება ამ წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გამოინახოს კომპრომისები, თუნდაც როგორც თქვენ ამბობთ, ასეთ ოპოზიციასთან. თუ ეს ვერ ხერხდება, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვუახლოვდებით ამ უფსკრულს.

თუ ვერ ხერხდება, რომ კულტურის სფეროს თანამშრომლებთან გამოინახოს საერთო ენა მინისტრის მიერ, რა თქმა უნდა, ეს უფსკრულს გვაახლოებს; ასევე, თუ ხელისუფლება სტუდენტებთან საერთო ენას ვერ გამონახავს, უფსკრული ძალიან ახლოსაა. ყველა სფეროს თავი რომ დავანებოთ, აქ თუ ვერ ვპოულობთ საერთო ენას და თქვენ თუ ვერ ახერხებთ დემონსტრირებას, ოდნავ მაინც შემრიგებლური პოზიციებიდან, მაშინ უფსკრული ნამდვილად გარდაუვალია“,- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია