ირაკლი ღარიბაშვილი - ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის პოზიციებს ყველა მიმართულებით - ბოლო 2 წლის განმავლობაში არაერთი ვიზიტი მქონდა ჩვენს ევროპელ კოლეგებთან

ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის პოზიციებს ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მას არაერთი ვიზიტი ჰქონდა ბოლო 2 წლის განმავლობაში ევროპელ კოლეგებთან და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ვიზიტი განხორციელდა ქვეყანაში.

„სხვა მიმართულებით ჩვენ გვაქვს სერიოზული მიღწევები. ზოგადად, ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის პოზიციებს ყველა მიმართულებით. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობები რეგიონში, ვაძლიერებთ და ვამყარებთ პროექტების განხორციელებით და ზოგადად, ჩვენი თანამშრომლობა დღითიდღე ძლიერდება აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, რეგიონში, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და მთავარია ჩვენს ევროპელ სახელმწიფოებთან, ევროპულ ქვეყნებთან ჩვენი პარტნიორობის გაძლიერება. ამ მიმართულებით კონკრეტული შედეგები გადაიდგა. მე არაერთი ვიზიტი მქონდა ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ვიზიტი განხორციელდა. ჩვენი ევროპელი კოლეგები ეწვივნენ თბილისს, მათგან მივიღეთ ღია, საჯარო მხარდაჭერა ევროპეიზაციის, ევროინტეგრაციის გზაზე. ასე რომ, ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს სერიოზული მიღწევები. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში, მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი პირველი ინიციატორი ვიყავით ჩვენ ორი წლის წინ, როდესაც პირველი კონკრეტული შედეგი დავდეთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. მაშინ პირადად მე ვიყავი ჩართული და ეს მედიაცია და ეს ფასილიტაცია, ასე დავარქვათ, დასრულდა კონკრეტული შედეგით. ეს იყო ერთ-ერთი სამაგალითო მედიაცია რეგიონში. ჩვენ კიდევ ერთხელ, მინდა საჯაროდ, ამ ტრიბუნიდან დავადასტურო, ჩვენ სრული მზაობა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, რომ კიდევ ჩავერთოთ ჩვენთვის ორ მეგობარ ქვეყანას შორის მედიაციის პროცესში. ასე რომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება