ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მეთაურებს ჩრდილოეთის მიმართულების გაძლიერება დაავალა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი სხდომა გამართა, რომელზედაც ფრონტის ჩრდილოეთ მიმართულების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღეს.

ზელენსკიმ მოისმინა ანგარიში შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნისგან, სახმელეთო ჯარების მეთაურ ალექსანდრე სირსკისგან, ტავრიის ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების მეთაურ ალექსანდრე ტარნავსკისა და გაერთიანებული ძალების მეთაურ სერგეი ნაევისგან.

ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია, უკრაინული ძალების წინსვლის საკითხი, ოპერაციების გაძლიერება დამატებითი საარტილერიო სისტემებით და ჭურვებით და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის მოხსენებები ბელარუსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

„შტაბის გადაწყვეტილებით - მთავარსარდალ ზალუჟნისა და "ჩრდილოეთის" მეთაურ ნაევის დაევალათ, განახორციელონ ღონისძიებების კომპლექსი ამ მიმართულების გასაძლიერებლად“, - დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამზე“.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა