თაკო ჩარკვიანსა და პრემიერს შორის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი შელაპარაკება იყო

უზრდელი ხართ და თქვენს მოსმენას აღარ ვაპირებ, - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია" დეპუტატმა, თამარ ჩარკვიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

ჩარკვიანის გაღიზიანება პრემიერ-მინისტრის მხრიდან ოპოზიციის კრიტიკას მოჰყვა. როგორც მან აღნიშნა, პრემიერი აგრძელებს შეურაცხყოფას და აღარ აპირებს მის მოსმენას.

„კარგად ბრძანდებოდეთ“, - ასე უპასუხა ღარიბაშვილმა ჩარკვიანის რეპლიკას, რის შემდეგაც დეპუტატმა დარბაზი დატოვა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება