პოლონეთს თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსება სურს

პოლონეთს თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსება სურს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთს სურვილი აქვს ნატო-ს ქვეყნებს შორის ბირთვული გაცვლის პროგრამას შეუერთდეს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე აპირებს ბირთვული იარაღის განთავსებას.

„საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენს ამერიკელ, ნატო-ს პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ჩვენი ნების შესახებ ვაცხადებთ ამ საკითხში სწრაფად ვიმოქმედოთ. არ ვაპირებთ მშვიდად ყოფნას, ვიდრე პუტინი სხვადასხვა სახის საფრთხეს ამწვავებს“, - აღნიშნა მორავეცკიმ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა